წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 567 პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპს „ალკომის“ N 1308 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 567 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003

პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპს „ალკომის„

 N 1308 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალოკომი„-ს მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა,  კერძოდ, კომისიის 2002 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ალკომს„ მიეცა N 1308 ლიცენზია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე, ამასთან პრაქტიკურლი საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვრა ლიცენზიის გაცემიდან 1 წელი. შესაბამისად, შპს ალკომს პრაქტიკული საქმიანობა უნდა დაეწყო ა.წ. 12 აპრილს.

აღნიშულთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულია შპს „ალკომის„ წერილი (N9 31.03.2003), სადაც აღნიშნულია, რომ რიგი ხელშემშლელი ფაქტორების გამო ვერ განხორციელდა განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის დაწყება, რაზეც გაიგზავნა პასუხი (04044-03 2.05.2003), რომ  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კომისია უფლებამოსილი არ არის პრაქტიკული საქმიანობის ვადა გადაავადოს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ხ„ პუნქტის თანახმად, პრაქტიკული საქმიანობის დაწყება განსაზღვრულია როგორც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიით ნებადართული მომსახურების ან საქმიანობის დაწყება, ხოლო ამავე კანონის მე-40 მუხლის „ვ„ პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში - ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის „ვ„ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს „ალკომის„ N 1308 ლიცენზია განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) 10 დღის ვადაში შპს „ალკომს„ აცნობოს გადადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურს;

კომისიის თავმჯდომარე                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები