გადაწყვეტილება N 568 კომპანია “Connexion by BoeingSM”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003
კომპანია „Connexion by BoeingSM”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით კომპანია „Connexion by BoeingSM”-სთვის 14-14.5 გგჰც (თვითმფრინავი-თანამგზავრი) და 10.7-12.75 გგჰც (თანამგზავრი- თვითმფრინავი) დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომპანია „Connexion by BoeingSM” საქმიანობის საგანს წარმოადგენს თვითმფრინავების ფართოზოლოვანი თანამგზავრული კავშირით უზრუნველყოფა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული თვითმფრინავების ბორტზე დამონტაჟებული „Connexion by BoeingSM”-ის აპარატურის გეოსტაციონალური თანამგზავრიდან მართვისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს კომპანია „Connexion by BoeingSM”-ს 11485.025 მგჰც და 14147.025 მგჰც სიხშირეები, მეორადი გამოყენების უფლებით, თანამგზავრი-თვითმფრინავი რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2.აღირიცხოს კომპანია „Connexion by BoeingSM”-ის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილ);
3.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კომპანია „Connexion by BoeingSM”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
