გადაწყვეტილება N 569 ქალაქ თბილისის მთავრობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003
ქალაქ თბილისის მთავრობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავრობამ კომისიას მიმართა განცხადებით (4-16/304, 06.10.03.) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ქალაქ თბილისის მთავრობას 155.325 მგჰც და 162.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ქალაქ თბილისის მთავრობისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მთავრობამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მთავრობისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
