გადაწყვეტილება N 571 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებით (30.09.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N EDP-RV-00011; N COM-RV-00012 15.06.03 და N COM-RV-00160, 23.10.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ მობილურ რადიოსაგურებს და ციფრულ აუდიო მიმღებ სისტემებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N EDP-RV-00011; N COM-RV-00012, 15.06.03 და N COM-RV-00160, 23.10.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
