გადაწყვეტილება N 572 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (10.11.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N GLDU 227395/7) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისიის გადაწყვეტილებებით (N 206, 31.05.02. და N 266, 19.07.02.) მინიჭებული აქვს სიხშირეები სამსახურეობრივი რადიოკავშირისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (ჰარისის„ ტიპის საბაზო, სატარებელი რადიოსადგურები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GLDU 227395/7) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
