წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 576 შპს “თანამგზავრის” ¹ 1194 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 576 / 6

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2003

შპს თანამგზავრის” N 1194  ლიცენზიის მოქმედების ვადის  გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თანამგზავრმა” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „თანამგზავრის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 1194 (29.09.99), რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-4 სატელევიზიო არხზე ქ.თელავში, 20 ვტ სიმძალვრის გადამცემის გამოყენებით.

შპს „თანამგზავრმა” კომისიის N 15 (25.01.2001წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კომისიის N 227 (23.05.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „თანამგზავრის„ N 1194 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრის„ მიერ წარმოდგენილია კომისიის ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის (10 012 ლარი) საწყისი ოდენობის 20% - ისა (2 002 ლარი) და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - ის  (1 001 ლარი) ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი  ოდენობის   განსაზღვრისა   და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „თანამგზავრის„ N 1194 ლიცენზიას  2012 წლის 17 სექტემბრამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „თანამგზავრის„ N 1194 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე, 20 ვტ სიმძალვრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავში.

3. შპს „თანამგზავრი„ ვალდებულია:

- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

- კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

- კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

 - კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

       - რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7 009 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7 009 ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

779 ლარი    - 2003 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2004 წლის 17 ოქტომბრამდე; 

779 ლარი    - 2005 წლის 17 ოქტომბრამდე; 

779 ლარი    - 2006 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2007 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2008 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2009 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2010 წლის 17 ოქტომბრამდე;

779 ლარი    - 2011  წლის 17 ოქტომბრამდე;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის    მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

       სხდომის თავმჯდომარე,

         კომისიის წევრი                                                                                 კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები