წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 577 შპს ტელე-რადიო კომპანია “ოდიშისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 577 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2003

შპს  ტელე-რადიო კომპანია „ოდიშისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშმა„ (რეგისტრირებული ქ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 10 მაისის N 7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 127, 16.10.03) რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „ოდიში”, N 397 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011წ) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. ზუგდიდში 39-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშს” 12051 მგჰც და 12135 მგჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

        სხდომის თავმჯდომარე

      კომისიის  წევრი                                                                       კ. პოპიაშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები