წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 579 შპს “მეგაკომის” N 4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 579 / 9

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

შპს „მეგაკომის” N 4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მეგაკომმა”  კომპანიის N 4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზია N 4 გაცემული იყო ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ, რომელიც ითვალისწინებდა ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას 824,040 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე და 869,040 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში.

შპს „მეგაკომმა” კომისიის N 31 , 20.12.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,მეგაკომის’’ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ ზეპირი მოსმენა კომისიაში ჩატარდა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს ,,მეგაკომის’’ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N419/6 შპს ,,მეგაკომის’’ #4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ,,სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ’’, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2003 წლის 10 ოქტომბერი. 10 ოქტომბერს შპს „მეგაკომის„ განცხადების საფუძველზე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თავისი გადაწყვეტილებით N537/9, შპს „მეგაკომს„ გაუგრძელა ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა 2003 წლის 31 ოქტომბრამდე. შპს ,,მეგაკომმა’’ დადგენილ ვადაში კომისიაში წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „მეგაკომს” N 4 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 238 820 (ორას ოცდათვრამეტი ათას რვაას ოცი) ლარით.

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (47 764 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (23882 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს „მეგაკომმა”  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „მეგაკომმა”  სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. ეცნობოს შპს „მეგაკომ”-ს იმის შესახებ, რომ მის მიერ  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებლის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის ერთი თვის ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე (ლიცენზიის ვადის გასვლა) უფლებამოსილი იქნება დაიწყოს წარმოება  შპს „მეგაკომის„ N4 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; 

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

სხდომის თავმჯდომარე,

კომისიის წევრი:                                                                                                       დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები