წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 582 შპს “მაგთიკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 582 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

შპს „მაგთიკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა გნცხადებით (N 104-6, 12.06.03) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „მაგთიკომი”, N 153, 10.07.96. და  N 958, 14.05.99.  ლიცენზიების პირობების შესაბამისად, აწარმოებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას. სიხშირეები განსაზღვრულია კომპანიის საბაზო სადგურების ურთიერთკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „მაგთიკომს”  სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „მაგთიკომისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

სხდომის  თავმჯდომარე                           

     კომისიის  წევრი                                                                                                დ. პატარაია

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები