წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 583 “მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 583 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

 „მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით, ლიცენზიები N 153, 10.07.96. და  N 958, 14.05.99.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 182; 02.10.03) რადიოსარელეო სადგურების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

       „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა”, საჭიროების შემთხვევაში, რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული   საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს  (თ.ძაგნიძე).

     

სხდომის  თავმჯდომარე                           

      კომისიის  წევრი                                                                       დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები