წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 584 რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 584 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (N UMS-50/1762, 16.09.03;          N UMS-50/1789, 23.09.03 და N UMS-50/1790, 23.09.03) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის SOCHI/VSAT-F2 (რომელიც ფუნქციონირებს INTELSAT8 64E სათანამგზავრო ქსელში), GROZNYI/STANDART F1 (რომელიც იგეგმება EXPRESS-6 სათანამგზავრო ქსელში) და            TES-TM/GROZNIY (რომელიც იგეგმება INTELSAT6 60E სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. მიწისზედა თანამგზავრული სადგურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის განთავსებული და 3 გგჰც, 4 გგჰც, 5 გგჰც, 5 გგჰც, 11 გგჰც და   14 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში ფუნქციონირებს. წარმოდგენილი ფორმის (ApS4/III) შესაბამისად, მიწისზედა თანამგზავრული სადგურის გამოყენება კორესპონდენციების გადასაცემად არის განსაზღვრული.

         თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის SOCHI/VSAT-F2, GROZNYI/STANDART F1 და TES-TM/GROZNIY  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1762, 16.09.03; N UMS-50/1789, 23.09.03 და N UMS-50/1790, 23.09.03. წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

სხდომის თავმჯდომარე

    კომისიის წევრი                                                                          დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები