გადაწყვეტილება N 585 საზღვაო ხომალდებისთვის (“KMTF -1”, “MARIANA I”, “HEAVEN I”, “SEA HOPE” და “ARAS-2”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003
საზღვაო ხომალდებისთვის („KMTF -1”, „MARIANA I”, „HEAVEN I”, „SEA HOPE” და „ARAS-2”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილით (GMTA-LAF-8/1286, 22.10.03; GMTA-LAF-8/1292, GMTA-LAF-8/1294, 23.10.03; GMTA-LAF-8/1305, 27.10.03. და GMTA-LAF-8/1318, 30.10.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („KMTF -1”, „MARIANA I”, „HEAVEN I”, „SEA HOPE” და „ARAS-2”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0471 |
Kazmotransflot Ltd |
„KMTF - 1” |
4LUM |
213 417 000 |
- |
|
2 |
0476 |
Dabak Gas and Petroleum Maritime Inc. |
„MARIANA I” |
4LUR |
213 422 000 |
- |
|
3 |
0477 |
Sio Shipping Ltd |
„HEAVEN I” |
4LUS |
213 423 000 |
- |
|
4 |
0478 |
Dahha Navigation Serv. Corp. |
„SEA HOPE” |
4LUT |
213 424 000 |
- |
|
5 |
0482 |
Aras Shipping LLC |
„ARAS-2” |
4LUX |
213 428 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
სხდომის თავმჯდომარე
კომისიის წევრი დ. პატარაია
