წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 586 ს.ს. „ტელენეტისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 586 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

ს.ს. „ტელენეტისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ს.ს. „ტელენეტმა„  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 28 იანვრის  N 06/5-32 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N DD940272, 27.08.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მონაცემთა გადაცემის კავშირგაბმულობის უსადენო სისტემას.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ს.ს. „ტელენეტს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N DD940272, 27.08.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს ს.ს. „ტელენეტმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

სხდომის  თავმჯდომარე                           

     კომისიის  წევრი                                                                                                დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები