გადაწყვეტილება N 589 გაეროს განვითარების პროგრამისთვის საქართველოში (UNDP) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP) კომისიას მიმართა განცხადებით (12.12.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 28527/SO და Comm.Inv. of 17.11.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ საბაზო, მობილურ და სატარებელ მიმღებ-გადამცემ რადიოსაგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში (UNDP), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 28527/SO და Comm.Inv. of 17.11.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
სხდომის თავმჯდომარე
კომისიის წევრი დ. პატარაია
