წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 590 ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 590 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003

ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირისთვის„ მაღალსიხშირული  მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისის   რაიონის სასამართლოს 1995 წლის 26 ოქტომბრის  N06/5-04  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების  შესაბამისად  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირი„ N 1337  ლიცენზიის პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური) გამოყენებული უნდა იყოს სატელევიზიო სიგნალების მისაწოდებლად.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირს„ სამი თვის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  მაღალსიხშირული მოწყობილობა (მოძრავი  სატელიტური სადგური «Супер Лайт Сафари», მწარმოებელი კომპანია „LNR”);

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.აცნობოს ს.ს. „სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია „მირმა„ კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

სხდომის  თავმჯდომარე                           

     კომისიის  წევრი                                                                                                დ. პატარაია

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები