გადაწყვეტილება N 591 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N SPPT-GEN-0711a, 04.11.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1434; 02.10.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. კომპანია საქართველოში ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის (საინჟინრო მომსახურების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ) შესაბამისად სახმელეთო ნავთობსადენის უზრუნველყოფას, დამონტაჟებას და მართვას. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ ავზებში სითხის მოცულობის გამზომ რადიოელექტრონულ საშუალებებს (სენსორი).
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1434; 02.10.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორიგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
სხდომის თავმჯდომარე
კომისიის წევრი დ. პატარაია
