გადაწყვეტილება N 598 შპს “ელ-სი-კომპანის”-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2003
შპს „ელ-სი-კომპანის”-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2003 წლის 8 აგვისტოს კომისიის #392 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 1 გადამცემის გამოყენებით მე-5 ზონაში: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.
ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 17 ოქტომბერი 12 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2003 წლის 16 სექტემბერი 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 8100 (რვა ათას ასი) ლარით.
საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს #392 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,ელ-სი-კომპანიმ, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N5 15.10.2003 წ.), რომ შპს ელ-სი-კომპანის„ მიერ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 8100 (რვა ათას ასი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2003 წლის 17 ოქტომბერს გამართულ კონკურსში: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ელ-სი-კომპანი„, რომელმაც თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 8100 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის N 532/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ელ-სი-კომპანიმ„ სალიცენზიო გადასახდელის 20% (1620) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (810) გამოკლებით 810 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 810 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ.ე„ ქვეპუნქტის, 453 და 454 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 17 ოქტომბრის საკონკურსო სხდომის N 532/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1379 ლიცენზია შ.პ.ს. „ელ-სი-კომპანის” საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 1 გადამცემის გამოყენებით მითითებული სამაუწყებლო ზონისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სიხშირე მგჰც |
სიმძლ კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
|
1 |
5 |
რუსთავი |
რუსთავი |
45E01: 41N33 |
50 |
99,0 |
0,5 |
15 |
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე) ;
3. შპს ,,ელ-სი-კომპანი ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.
მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (5670ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
630 - ლარი - 2004 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2005 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2006 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2007 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2008 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2009 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2010 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2011 წლის 21 დეკემბერი;
630 - ლარი - 2012 წლის 21 დეკემბერი;
6. შპს „ელ-სი-კომპანიმ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
