გადაწყვეტილება N 601 შპს “ეკვანტ ჯორჯია”-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ეკვანტ ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამრთლოს მიერ, 30.05.2003 წელს, რეგისტრაციის N 06/4-1395). კომისიას მიმართა განცხადებით (22.10.2003წ.), მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
2003 წლის 21 ნოემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ექვანტ ჯორჯიის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.დ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1380 ლიცენზია შპს „ექვანტ ჯორჯია”-ს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება (ქ. თბილისი);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს „ექვანტ ჯორჯიამ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის წევრი დ. პატარაია
