გადაწყვეტილება N 603 შპს “კავკასუს ნეტვორკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ნეტვორკმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 თებერვლის N 5ა/1-1929 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 48, 13.11.03.) მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურებაზე ქ. თბილისში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „კავკასუს ნეტვორკი”, N 1074, 27.07.99. ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას სიხშირეების გამოყენებით ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თბილისი, რუსთავი და თელავი. სიხშირეები განსაზღვრულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის რადიო ინტერნეტის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს კავკასუს ნეტვორკს” 2053 2063 მგჰც სიხშირული დიაპაზონი რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს კავკასუს ნეტვორკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს კავკასუს ნეტვორკმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს კავკასუს ნეტვორკისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
