გადაწყვეტილება N 604 შპს „სტარკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სტარკომმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურტალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 მარტის N 5/4-3147 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/75, 03.11.03) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „სტარკომი”, N 1372 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს სტარკომს„ 11.7-13.24 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს სტარკომისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს სტარკომმა" კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სტარკომისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
