წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 605 შპს „ელეგიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 605 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

შპს „ელეგიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის

ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ელეგიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით მაღალსიხშირული მოწყობილობის (თანამგზავრული მიწისზედა სადგური) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ელეგია„ N 1322 ლიცენზიის  (მოქმედების ვადა 02.08.12) პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას ქ. დმანისში.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26 მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა  შპს „ელეგიას„ მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ქ. დმანისში  დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად N 1322 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.უზრუნველყოს  შპს „ელეგიამ„ მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

                                            

        

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული         კომისიის

2003 წლის 28  ნოემბრის N            გადაწყვეტილების      

 დანართი

ხაზის რადიო გადამცემი სადგურის ტექნიკური მახასიათებლები:

1.გადამცემის განთავსების ადგილი: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. N 12;

2.გადამცემის გამოსავალი სიმძლავრე: 5 კვტ;

3.გადამცემის ტიპი:  100Y-101 და REGENT 2012 (ტექნიკური მახასიათებლები 15v/400w/3A);

4.შემაჯამებელი ტრანოსფორმატორი: TR.240/120/30v.10w.

   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები