წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 606 შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 606 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 აგვისტოს N 5/4-1369 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 197/15; 14.11.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობის  გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია„ აწარმოებს ნავთობისა და გაზის საძიებო-კვლევით სამუშაოებს დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა  (მიწისზედა თანამგზავრული სადგური) განთავსებული იქნება დედოფლისწყაროს ტარიბანას ველის ტერიტორიაზე და გამოყენებული უნდა იყოს  ინტერნეტ კავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა  შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას„  მაღალსიხშირული მოწყობილობის (მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე ერთი წლის ვადით;

2.უზრუნველყოს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                 ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები