წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 607 საზღვაო ხომალდებისთვის (“VATAN-1” და “SEA SHELL”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 607 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

საზღვაო ხომალდებითვის (VATAN-1 და „SEA SHELL”) სახმობეისა და  ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/1367, 12.11.03. და GMTA-LAF-8/1371, 14.11.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 გადაწყვიტა:   

1.            მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („VATAN-1” და „SEA SHELL”)  გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის  ნიშნები:   

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0479

Media Shipping Incorporated

„VATAN-1”

4LUU

213 425 000

-

2

0480

Elegant Maritime Inc.

„SEA SHELL”

4LUV

213 426000

-

 

2.             შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

             კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები