წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 608 შპს “ტექნო-მედიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 608 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

შპს „ტექნო-მედიასთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 177; 20.11.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1/11/2003) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ რადიო-სარელეო სისტემებს და მათ  მაკომპლექტებელ  ნაწილებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 1/11/2003) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები