წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 609 ს.ს „ინვესტბანკისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 609 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

ს.ს „ინვესტბანკისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ს.ს. „ინვესტბანკმა„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის  N 06/5-42 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (27.11.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4023253, 24.11.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ საბაზო მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს (რეტრანსლიატორი).

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ს.ს. „ინვესტბანკს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 4023253, 24.11.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ს.ს. „ინვესტბანკმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                     კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები