წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 610 შპს „სჯს ჯორჯიასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 610 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2003

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2003

შპს „სჯს ჯორჯიასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სჯს ჯორჯიამ„ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1997 წლის 10 დეკემბრის N 5/4-1513 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3334, 10.11.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს პერსონალურ სათანამგზავრო ინტერნეტ კავშირის სისტემას.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „სჯს ჯორჯიას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით  (N 3334, 10.11.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „სჯს ჯორჯიამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები