გადაწყვეტილება N 612 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 54 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ერთი საკითხი:
· ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N 515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მოხს. კ. ყურაშვილი - იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 54 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
