გადაწყვეტილება N 614 შპს სამაუწყებლო კომპანია “მზესთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია მზემ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 240) ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „მზე”, N 26 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.11.2012.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 45-ე სატელევიზიო არხზე, 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია მობილური რადიოსარელეო სისტემების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზეს” 2390 მგჰც სიხშირე ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, ქ. ახალციხეში და ქ. თელავში მობილური რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზემ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
