წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 616 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 616 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2003

კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” 

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის N 5/8-195 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N SPPT-STA-FAC-L-0038, 01.05.03) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომპანია საქართველოში ახორციელებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის (საინჟინრო მომსახურების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ) შესაბამისად სახმელეთო ნავთობსადენის უზრუნველყოფას, დამონტაჟებას და მართვას. სიხშირეები განსაზღვრულია რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.            მიენიჭოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს”  ქ. გარდაბანში 151.925 მგჰც, 157.725 მგჰც და ქ. თეთრიწყაროში 151.400 მგჰც, 156.700 მგჰც სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;

2.             აღირიცხოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები