გადაწყვეტილება N 617 საზღვაო ხომალდებისთვის (“SUN RAYS”, “MONERON”, “TSEFEI” და “RIBALKA SEVASTOPOL”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2003
საზღვაო ხომალდებისთვის („SUN RAYS”, „MONERON”, „TSEFEI” და „RIBALKA SEVASTOPOL”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილით (GMTA-LAF-8/1402; GMTA-LAF-8/1403; GMTA-LAF-8/1404 და GMTA-LAF-8/1405, 20.11.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („SUN RAYS”, „MONERON”, „TSEFEI” და „RIBALKA SEVASTOPOL”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0481 |
Elegant Maritime Corporation |
„SUN RAYS” |
4LUW |
213 427 000 |
- |
|
2 |
0483 |
Good Timing Management Limited |
„MONERON I” |
4LUY |
213 429 000 |
- |
|
3 |
0074 |
Mar Del Plata Shipping Ltd |
„TSEFEI” |
4LCR |
213 020 000 |
- |
|
4 |
0129 |
AFK Universal Consalting |
„RIBALKA SEVASTOPOL” |
4LEY |
213 068 000 |
69335 |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
