წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 620 შპს „სკორპიოსთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 620 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2003

შპს „სკორპიოსთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „სკორპიომ„ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის  სასამართლოს 2000 წლის 19 აპრილის N 06/04-1317 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (05.12.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-SI-1106M) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ ICOM-ის ტიპის მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „სკორპიოს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-SI-1106M)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „სკორპიომ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                     კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები