გადაწყვეტილება N 621 „ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის ¹515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003
ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც თავისუფალ სიხშირულ რესურსზე) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს მაგთიკომის„ (N162 4.09.2003) განცხადების საფუძველზე 2003 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N515/10 ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„. გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16 საათით, ხოლო ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღებისათვის 2004 წლის 9 იანვრის 17 საათით.
კომისიას მიაჩნია, რომ ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების პოტენციური მსურველების მოზიდვის მიზნით, საჭიროა კონკურსის ფართო საინფორმაციო უზრუნველყოფა. შესაბამისად, ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა როგორც ლიცენზიის მაძიებელთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის, ისე კონკურსის ჩატარების ვადის გაგრძელების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში და მისი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 16 აპრილს, 16 საათზე„
2. შევიდეს ცვლილება ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში და მისი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2003 წლის 13 ოქტომბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 13 თებერვლის 17:00 საათამდე„.
3. კომისიის ეს გადაწყვეტილება:
ა) გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
4. აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
შეთანხმებულია:
კომისიის წევრი: / კ. პოპიაშვილი/
კომისიის წევრი: /დ. პატარაია/
იურიდიული სამსახურის
უფროსი სპეციალისტი: /კ. ყურაშვილი/
სიხშირეთა კოორდინაციისა და
მონიტორინგის სამსახურის უფროსის
მოვ. შემსრულებელი /თ.ძაგნიძე/
ეკონომიკური სამსახურის უფროსი /გ. ბუთბაია/
ტექნიკური სამსახურის უფროსი: /მ. გოთოშია/
