გადაწყვეტილება N 623 შპს “ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივლისის N 7/4-8-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/11, 21.11.03) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომპანია აწარმოებს საქართველოს ნავთობსადენის კომპანიისა და სხვა კომპანიების პროექტებისთვის ვერტმფრენებით მომსახურებას. სიხშირეები განსაზღვრულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებარე მილსადენის გასწვრივ რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ვერტმფრენსა და სადისპეჩერო საბაზო სადგურებს შორის რადიოკავშირისთვის.„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციას” 5475.0 კჰც და 9005.0 კჰც სიხშირეები გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომისა და ახალციხის რაიონებში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი
