გადაწყვეტილება N 624 რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის IZBERBASH DAG 101.6 MHz, MAKHACHKALA 100.3 MHz, ZNAMENSKOE CHECH 100.5 MHz, NAURSKAIA CHECH 101.2 MHz, NEFTEKUMSK STAV 102.1 MHz და OISKHARA CHECH 105.9 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/1991, 13.10.03. და № UMS-50/1955, 10.10.03. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი
