წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 625 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 625 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/2001, 13.10.03. და        N UMS-50/2011, 15.10.03.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  KALININSKAYA  KRAS - 3 TBK (ADD),  SINEGORSK KRAS - 22 TBK (ADD), OISKHARA CHECH – 34 TBK (ADD) და GROZNYI (IASTREBINAIA) - 3 TBK (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის KALININSKAYA  KRAS- 3 TBK (ADD),  SINEGORSK KRAS - 22 TBK (ADD), OISKHARA CHECH – 34 TBK (ADD) და GROZNYI (IASTREBINAIA) - 3 TBK (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/2001, 13.10.03. და N UMS-50/2011, 15.10.03. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                                                       კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები