წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 629 ღია სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 629 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003

ღია სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების  შესაბამისად  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მიწისზედა სათანამგზავრო სატელევიზიო სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა ღია სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-ს სამი თვის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობა დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.აცნობოს ღია სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

        

        

 კომისიის თავმჯდომარის

          მოვალეობის შემსრულებელი                                                                                  კ. პოპიაშვილი

                                                       

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

                                                         2003 წლის  12 დეკემბრის  N           გადაწყვეტილების

                                                           დანართი

·              სატელევიზიო-სარეპორტაჟო სადგურის დასახელება – ЗССС - „СТВ-Р1”

·              საქარხნო N RUS-9801-01

·              სადგური გამოყენებული იქნება სათანამგზავრო ქსელში „EUTELSAT-W2” აღმოსავლეთ გრძედის 160

·              მიღება-გადაცემის სიხშირეები – 14009,2/12509,2 მგჰც

·              ანტენის დიამეტრი  -  1.2 მ.

·              გადამცემის მაქსიმალური სიმძლავრე – 100 ვტ.

·              გამოსხივების კლასი – 7M60G7F. მაქსიმალური ე. გ. ს. 61.2 დბვტ

                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები