წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 630 შპს “ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 630 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2003

შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციამ”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივლისის  N 7/4-8-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/18, 12.12.03)  წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N GIA/A-001, 13.11.03 და N GIA/A-002, 01.12.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურები)  გამოყენებული უნდა იყოს ვერტმფრენსა და სადისპეჩერო საბაზო სადგურებს შორის რადიოკავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GIA/A-001, 13.11.03 და N GIA/A-002, 01.12.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარის

          მოვალეობის შემსრულებელი                                                                                  კ. პოპიაშვილი

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები