საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” 2003 წლის 26 სექტემბერს კომისიის N486 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 1 გადამცემის გამოყენებით მე-9 სამაუწყებლო ზონაში: ქ. ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ხობის რაიონები.
საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 19 დეკემბერი, 12:00 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2003 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი. სალიცენზიო გადასახადის საწყის ოდენობა განისაზღვრა 30807.00 (ოცდაათი ათას რვაას შვიდი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 26 სექტემბერის N486/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოადგინეს შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’-მ და შპს “მუნიციპალურმა ტელეკომპანია „ფაზისმა’’. კომპანიების მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. მიღებულია დასკვნები(ქვეკომისიის სხდომის ოქმი N7 10.12. 2003), რომ შპს ტელეკომპანია „იბერია-ტვ’’-ს და შპს მუნიციპალური ტელეკომპანია „ფაზისის’’ მიერ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2003 წლის 19 დეკემბრის კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ: შპს მუნიციპალური ტელეკომპანია „ფაზისის“ დირექტორი - ლ. კაკულია; მთავარი რედაქტორი – ო. გურასპირიშვილი; ტექნიკური დირექტორი – ა. მარგალიტაძე; პასუხისმგებელი მდივანი – ქ. ჯაკობია; შპს ტელეკომპანია „იბერია ტვ“ -ს დირექტორი - ა. ლაცაბიძე; იურისტი – ხ. ფურელიანი; მთავარი რედაქტორი – ი. ალასანია; ტექნიკური დირექტორი – თ. ხუნდაძე, ასევე კონკურსში მონაწილე კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით. ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა, ფინანსური ასპექტით - 2 ქულა, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით – 3 ქულა.
ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისიამ ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების ევროპის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობის პირობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და 1 ქულა მიანიჭა შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’-ს.
პროგრამირების ასპექტის შეფასებისას, კომისიამ ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მიხედვით, კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მათში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის პირობების გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და 3 ქულა მიანიჭა შპს მუნიციპალური ტელეკომპანია „ფაზისის“.
ამდენად, კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელმა ორივე სამაუწყებლო კომპანიამ ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით დააგროვა ქულების თანაბარი რაოდენობა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ რამდენიმე მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, გამარჯვებულად ცხადდება ის პირი, რომელიც გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსი გაგრძელდა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით.
საკონკურსო ბიჯი განისაზღვრა – 1500 ლარის ოდენობით. კონკურსის მსვლელობისას სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 30807.00 ლარიდან გაიზარდა 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარამდე, რის შემდეგაც შპს მუნიციპალური ტელეკომპანია „ფაზისის“ დირექტორმა (ლ. კაკულია) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის - 3080 (სამი ათას ოთხმოცი) ლარის გამოკლებით - 146920 (ას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოცი) ლარი მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2004 წლის 19 იანვრამდე:
- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
- ა/ანგარიში: 609326
- კოდი: 220101830
- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 19 იანვრამდე;
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი
|
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% - 525 000 (ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეებისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ’’ -სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
