გადაწყვეტილება N 635 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 57 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ცხრა საკითხი:
· შპს საქართველოს თრანქული სისტემასთვის„, შპს თიკოსთვის„, შპს ინტერ-სერვისისთვის„, ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის, შპს ჯეოსელისთვის„, კომპანია სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, შპს ინტელკომისთვის„, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);
· შპს ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის N 630/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 54 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
