წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 636 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 636 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული  სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ წერილი  სს ,,საქართველოს ელექტროკავშირთან’’ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის მოთხოვნით.

     ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ განიხილა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირის’’ მოთხოვნები მოსამზადებელ სხდომაზე 2003 წლის 19 დეკემბერს.

     მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის’’ გენერალური დირექტორი ქ-ნი ნ.შარაშენიძე და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირის’’ წარმომადგენელი ქ-ნი  ლ. რობაქიძე.

     მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები:

1. შპს ,,საქარველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’  შორის ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების საკითხი.

2. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს’’ შორის ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხი.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1.  დაინიშნოს შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციასა” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 9 იანვარს 16  საათზე.

2.  უზრუნველყონ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”  და სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” სადავო საკითხებთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა 2004 წლის 5 იანვრამდე.

3.  ეცნობოთ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს’’ დავის განხილვის თარიღი და დრო.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის   თავმჯდომარე                                ვ.აბაშიძე

 

      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები