წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 637 შპს „ახტელის“ N 321 ლიცენზიის (ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

ნომერი: 637 / 6

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003

შპს „ახტელის„ N 321 ლიცენზიის (ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით მიმართა შპს „ახტელმა” N321 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ახტელის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N321, რომელიც ითვალისწინებდა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას.

შპს „ახტელმა” კომისიის N19, 27.11.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

2003 წლის 12 დეკემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ახტელის” მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ახტელის” N 321 ლიცენზიას,  2013 წლის 1 აგვისტომდე;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები