წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 638 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2005

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები № UMS-50/2067, 20.10.03; № UMS-50/2068, 20.10.03; № UMS-50/2069, 20.10.03; და № UMS-50/2096, 17.10.03. თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული ფიქსირებული სამსახურის აღნიშნული სადგურები სარელეო ხაზის შემადგენელ კვანძებს წარმოადგენენ და 10 გგჰც, 11 გგჰც, 12 გგჰც, 13 გგჰც, 17გგჰც, 18გგჰც, 21 გგჰც, 23 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში ფუნქციონირებენ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის.

             “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№ UMS-50/2067, 20.10.03; № UMS-50/2068, 20.10.03; № UMS-50/2069, 20.10.03; და № UMS-50/2096, 17.10.03. წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები