გადაწყვეტილება N 640 შპს “საქართველოს თრანქული სისტემასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ოქტომბრის N 5ა/4-1395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 90”a”, 18.12.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 30052 და N 30053; 17.12.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სასტარებელი რადიოსადგურები და მათი დამხმარე აქსესუარები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 30052 და N 30053; 17.12.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
