გადაწყვეტილება N 643 ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/511-03, 17.12.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3345, 27.11.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო და სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3345, 27.11.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
