გადაწყვეტილება N 644 შპს “ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 7/515-03, 18.12.03.და N 7/517-03, 19.12.03) თანდართული დოკუმენტაციის (N Y0511621, 15.12.03; N 162948 და N 162949, 18.12.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (GSM სისტემის საბაზო სადგურები და დამხმარე აქსესუარები) გამოყენებული უნდა იყოს ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N Y0511621, 15.12.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 162948, 18.12.03. და N 162949, 18.12.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
3.უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
