გადაწყვეტილება N 648 შპს “ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის ¹ 630/7 გადაწყვეტილებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2003
შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის N 630/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივლისის N 7/4-8-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/18, 12.12.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N GIA/A-001, 13.11.03 და N GIA/A-002, 01.12.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 630/7 (12.12.03.), რის შემდგომაც ა/წლის 17 დეკემბერს კომისიას წერილობით მიმართა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ და შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვის (გეორგია) კორპორაციამ” (N 1/121), რომ მაღალსიხშირული მოწყობილობები თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად განკუთვნილია შპს „ისტ ვესტ ჰელიკოპტერ სერვისის (გეორგია) კორპორაციისთვის”, ხოლო ტვირთის მიმღები არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია, რომელიც წარმოადგენს მის კონტრაქტორ კომპანიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილებები კომისიის N 630/7 (12.12.03.) გადაწყვეტილებაში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილი იქნეს ცვლილებები კომისიის N 630/7 (12.12.03.) გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
1. მიეცეს ნებართვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GIA/A-001, 13.11.03 და N GIA/A-002, 01.12.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;„
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
