წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 649 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 649 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2003 წლის N 58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   2003 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1.            წარმოდგენილ N 58 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:

·                                            შპს „იბერიატელისთვის„, სს „გაერთიანებული ქართული ბანკისთვის„, კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 58 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

        კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები