გადაწყვეტილება N 650 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს“ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მხარეთა მოთხოვნით 2003 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს \\\\\\\"ახტელს„ შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე 2003 წლის 1 ივლისიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის განხორციელებულ ლოკალურ ზარებზე ანგარიშსწორების საკითხი;
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირები - შპს „ახალ ქსელების” და შპს \\\\\\\"ახტელის„ გენერალური დირექტორი ბატონი ა.იაშვილი და სს „საქართველოს ელექტროკავშირის” წარმომადგენელი ბატონი მ.კანკავა (სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულება N14-3/2-306, 26.12.03.).
კომისიის სხდომას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის წარმომადგენლები: დოცენტი თ.ხარაძე, დოცენტი თ.ჩხაიძე.
2003 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე დავის განხილვის დღის დანიშვნისას მხარეთა მოთხოვნით კომისიის მიერ მიღებულ N514/16 გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალა 2003 წლის 1 ივლისიდან სს \\\\\\\"საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს \\\\\\\"ახალ ქსელებს„, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ახტელს„ შორის განხორციელებული ტრაფიკის ოდენობის შესახებ საკითხის შესწავლა. ამავე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის თანახმად, კომისიას სადავო საკითხი უნდა განეხილა სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კომისიის აპარატის თანამშრომლები დ.ქუთათელაძე, გ.გიორგაძე, ე.ასანიძე, შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ წარმომადგენლები მ.კაპანაძე, ც.უჯმაჯურიძე და ნ.ტყეშელაშვილი, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლები მ.კანკავა და ბ.გრიგოლია. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტს და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.
სამუშაო ჯგუფმა კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და მხარეთა წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმად:
შპს ახტელს„ (ადგილობრივი კავშირის ოპერატორი) და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ (ადგილობრივი კავშირის და საერთაშორისო კავშირის ოპერტორი) შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს მხარეთა შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.
მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის მიხედვით ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს 2003 წლის 1 ივლისიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ტარიფებით, ხოლო ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად „ლოკალურ ქსელში განხორციელებული გამოძახებების რაოდენობის და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის აღება ხდება ახტელის„ სადგურებში არსებული შესაბამისი ფაილებიდან 2003 წლის 1 ივლისიდან„.
ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, \\\\\\\"მხარეები თანხმდებიან, რომ 2003 წლის 1 ივლისიდან \\\\\\\"ელექტროკავშირის„ მიერ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების დამონტაჟებამდე და ამოქმედებამდე ისარგებლონ \\\\\\\"ახტელის„ საბილინგო საშუალებებით, ხოლო მანამდე \\\\\\\"ელექტროკავშირმა„ უზრუნველყოს თავისი სატელეფონო სადგურებიდან გამავალი გამოძახების \\\\\\\"ა„ ნომრის ფიქსირებისთვის საჭირო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.„
ლოკალურ ქსელში სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა ურთიერთჩართვა ხორციელდება შპს \\\\\\\"ახტელის„ ავტომატურ სატელეფონო სადგურ 77-ში (ქ.თბილისი, კახეთის შესახვევი N2).
სს \\\\\\\"საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს \\\\\\\"ახტელის„ მიმართულებით გატარებულ და შპს ახტელიდან„ თავის ქსელში შემოსულ ზარებს აღრიცხავს მხოლოდ ასს 91-ში.
შპს ახტელი„ თავისი ქსელიდან სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიმართულებით გატარებულ და თავის ქსელში სს ელექტროკავშირიდან„ შესულ ზარებს, გარდა ურთიერთჩართვის წერტილად გამოცხადებული ასს 77-ისა, აღრიცხავს ასს 70-ში, ასს 75-ში და 76-ში.
სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, 2003 წლის 1 ივლისიდან 2003 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის განხორციელებული ტრაფიკის ოდენობა შეადგენს:
შპს ახტელის„ ქსელიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობა შეადგენს 13 194 979 წუთს.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს ახტელის„ ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობა შეადგენს 32 004 909 წუთს.
ტრანზიტული ზარების ხანგრძლივობა შეადგენს:
სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით ისევ სს საქართველოს ელექტროკავშირში„ დასრულება - 7 599 915 წუთს;
სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით შპს ახალ ქსელებში„ დასრულება 1 128 595 წუთს.
საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან ახტელის„ ქსელში დასრულებული ზარებიდან ა„ ნომერი (აღნიშნავს გამოძახების (ზარის) წამომწყების ნომერს) ახლავს 19 481 298 წუთს, ხოლო სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით შპს ახალ ქსელებში„ დასრულებული ზარებიდან 1 075 153 წუთს.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს ახტელის„ ქსელში დასრულებულ და შპს ახტელის„ გავლით შპს ახალ ქსელებში„ დასრულებულ ყველა ზარს ახლავს ბ„ ნომერი (აღნიშნავს გამოძახებულ (ზარის მიმღებ) ნომერს);
შპს ახტელის„ ქსელიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელში დასრულებულ ყველა ზარს ახლავს ა„ და ბ„ ნომერი;
სამუშაო ჯგუფის დასკვნაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ გარკვეული რაოდენობა იმ ზარებისა, რომლებიც შპს ახტელის„ ქსელში შესულია ა„ ნომრის გარეშე, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შესულია ასს 91-დან, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა აღრიცხოს როგორც შემავალი, ისე გამავალი ტრაფიკის პარამეტრები.
სამუშაო ჯგუფის განმარტებით შეუძლებელია დასკვნის წარმოდგენა სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის განხორციელებული ტრაფიკის ოდენობის შესახებ, ვინაიდან, სს საქართველოს ელექტროკავშირი„ შპს ახალი ქსლების„ მიმართულებით გატარებულ და შპს ახალი ქსელებიდან„ თავის ქსელში შესულ ზარებს აღრიცხავს მხოლოდ ასს 91-ში, შპს ახალი ქსელების„ სადგურები დეტალურად აღრიცხავს სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიმართულებით გამავალ ტრაფიკებს, ხოლო შემავალს მხოლოდ ნაწილობრივ 57, 58, 59, 65, 69 ასს-ში, დანარჩენ სატელეფონო სადგურებში მხოლოდ არხებზე დაფიქსირებული ზარების ჯამურ ხანგრძლივობას.
კომისიის სხდომაზე შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალურმა დირექტორმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიმართ. კერძოდ, შპს ახტელი„ ითხოვს შპს ახტელსა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის 2003 წლის 1 ივლისიდან 17 სექტემბრის ჩათვლით ანგარიშსწორებას შემდეგ ზარებზე გაწეული მომსახურებისთვის:
ა) 18 809 930 წუთის მომსახურების ანაზღაურებას 6 თეთრიანი ტარიფით (რომელიც წარმოადგენს 2003 წლის 1 ივლისიდან 17 სექტემბრის ჩათვლით ახტელის„ ქსელიდან „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობასა და საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან ახტელის„ ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობას შორის სხვაობას 32 004 909 წუთს - 13 194 979 წუთი =18 809 930 წუთს);
ბ) საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით შპს ახალ ქსელებში„ ტრანზიტულად დასრულებულ 1 135 543 წუთზე 7 თეთრიანი ტარიფით.
გ) სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით ისევ საქართველოს ელექტროკავშირში„ დასრულებულ 7 599 915 წუთზე 1 თეთრიანი ტარიფით.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენელმა მ.კანკავამ აღნიშნა, რომ სს ელექტროკავშირი„ ალბათ, თანახმა იქნება მოხდეს ანგარიშსწორება შპს ახტელის„ ქსელში დასრულებულ იმ ზარებზე, რომელსაც თან ახლავს ა„ და ბ„ ნომერი„.
კომისიას მიაჩნია, რომ 2003 წლის 15 იანვარს სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ანგარიშსწორების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლისა. ამასთან, ანგარიშსწორების ვალდებულება არსებობდა 2003 წლის 1 ივლისიდან 2003 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, ვინაიდან ხელშეკრულების 5.4. პუნქტის მიხედვით ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს 2003 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულებები მხარეთა შორის მოქმედებდა 2003 წლის 18 სექტემბრამდე, თანახმად კომისიის 2003 წლის 4 ნოემბრის N 562/16 გადაწყვეტილებისა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაწყდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირს„ და შპს ახალ ქსელებს„, სს საქართველოს ელექტროკავშირს„ და შპს ახტელს„ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებები შეწყვეტილია 2003 წლის 18 სექტემბრიდან.
კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების პირველი მუხლის ქ„ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს - ბილინგის ინფორმაციის, ანუ ოპერატორის ქსელის გამოყენების მონაცემების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს იმ ზარებზე, რომელსაც გააჩნია ა„ და ბ„ ნომერი (სრულყოფილი საბილინგო ინფორმაცია) და სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს ახტელის„ ქსელში შემავალ იმ ზარებზე, რომელსაც არ გააჩნია ა„ ნომერი, მაგრამ შპს ახტელის„ ქსელში შესულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს 91-დან, რომელსაც ტრაფიკის აღრიცხვის შესაძლებლობა გააჩნია. ამასთან, კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც არასრული ინფორმაციის გამოყენება არ უნდა იძლეოდეს საეჭვო, ანუ ურთიერთშეუთანხმებელი ტრაფიკის მომსახურების შესაძლებლობას.
ანალოგიურად უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება იმ ზარებზე, რომლებიც საქართველოს ელექტროკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით დასრულებულია შპს ახალ ქსელებში„.
სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით ისევ სს საქართველოს ელექტროკავშირში„ დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.5. პუნქტი ითვალისწინებს ანგარიშსწორების ვალდებულებას იმ ზარებზე, რომელიც ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ქსელის გავლით დასრულებულია მესამე ოპერატორის ქსელში. სს საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს ახტელის„ სადგურის გავლით ისევ სს საქართველოს ელექტროკავშირში„ დასრულებული ზარები არ მიეკუთვნება მესამე ოპერატორის ქსელში დასრულებულ ზარებს. ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამ სახის მომსახურებას, ზარების ეს კატეგორია ანგარიშსწორებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება სს საქართველოს ელექტროკავშირს„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ანგარიშსწორებას, დადასტურებული საბილინგო მონაცემების არარსებობის პირობებში მათ შორის ანგარიშსწორება შეუძლებელია.
კომისია აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის, ისევე, როგორც სს საქართველოს ელექტროკავშირთან„ დაკავშირებული უმთავრესი პრობლემების მიზეზს აღრიცხვის (საბილინგო) სისტემის მოუწესრიგებლობა წარმოადგენს, მაშინ, როცა გამოძახებათა პარამეტრების გაზომვის აუცილებლობას მოქმედი კანონმდებლობა - კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულება ითვალისწინებს. აღნიშნული დებულების მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად, ოპერატორებმა უნდა გაზომონ მათი ქსელიდან როგორც გამავალი, ასევე შემავალი გამოძახებების პარამეტრები, აწარმოონ მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა.
კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულება, რომელიც კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით არის დამტკიცებული, ითვალისწინებდა გარდამავალ პირობებს ოპერატორებისთვის, რომელთაც იმ მომენტისთვის არ გააჩნდათ ტრაფიკის აღრიცხვისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა. კერძოდ, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად დებულების 57-ე მუხლით განისაზღვრა ვადა ერთი წელი დებულების ძალაში შესვლიდან, ხოლო საჭირო ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება-ამოქმედებამდე ოპერატორები ვალდებულნი იყვნენ ურთიერთჩართვა, შესაბამისად აღრიცხვა და ანგარიშსწორება მოეხდინათ იმ ოპერატორის ქსელის საშუალებით, რომელიც ფლობდა ბილინგის სისტემას.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები, ძირითადად, საერთაშორისო და მობილური კავშირის ოპერატორებთან აღრიცხვის სისტემის მოწესრიგების მიზნით, მაგრამ დღეის მდგომარეობით სს საქართველოს ელექტროკავშირს„ არ შეუძლია თავის ქსელში ლოკალური ტრაფიკის აღრიცხვა, შესაბამისად, საწარმო მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს კარგავს, რის გამოც შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
სს „საქართველოს ელექტროკავშირის” უმსხვილესი ლოკალური ოპერატორის მიერ ტრაფიკის აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც თავად საწარმოს, ასევე, მთლიანად საქართველოს სატელეკომუნკაციო სფეროში აღრიცხვიანობის და რიგი სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ არაერთხელ მიმართა სს საქართველოს ელექტროკავშირს„, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ საბილინგო სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაზე, ასევე, ხაზგასმულია მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეფორმის ხელშემწყობი პროექტის სატელეკომუნიკაციო კომპონენტის საზედამხედველო მისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში გამოთქმულია განსაკუთრებული მოსაზრება: ოპერატორებისათვის აუცილებელია, რომ მათ წარმართონ თავიანთი ძალისხმევა, რათა უმოკლეს პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მოხდება ანგარიშსწორების პარამეტრების ზუსტი აღრიცხვა. ეს მოთხოვნა უნდა იყოს განსაკუთრებული და ოპერატორებმა პირველ რიგში ამ პრობლემაზე უნდა გასწიონ მატერიალური ხარჯები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი სანქციები, ლიცენზიების გადასინჯვის საფუძველზე, იმ ოპერატორების მიმართ, რომლებიც არსებულ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, უმოკლეს ვადებში არ მოაწერიგებენ ნორმალური ანგარიშსწორების პირობებს.„
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას და წარმოადგენს დასკვნას სს საქართველოს ელექტროკავშირის„ აღრიცხვის სისტემის მოწესრიგების ოპტიმალური ვარიანტის შესახებ.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-10 მუხლის და მე-11 თავის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს სს \\\\\\\"საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან \\\\\\\"კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შპს \\\\\\\"ახტელთან„ ანგარიშსწორება შემდეგი ზარების მომსახურებისთვის:
ა) შპს \\\\\\\"ახტელის„ ქსელში დასრულებულ იმ ზარებზე, რომელსაც გააჩნია \\\\\\\"ა„ და \\\\\\\"ბ„ ნომერი და სს \\\\\\\"საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს \\\\\\\"ახტელის„ ქსელში დასრულებულ იმ ზარებზე, რომელსაც არ გააჩნია \\\\\\\"ა„ ნომერი, მაგრამ შპს \\\\\\\"ახტელის„ ქსელში შესულია სს \\\\\\\"საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს 91-დან;
ბ) \\\"საქართველოს ელექტოკავშირიდან„ შპს \\\"ახტელის„ სადგურის გავლით შპს \\\"ახალ ქსელებში„ დასრულებულ იმ ზარებზე, რომელსაც გააჩნია \\\"ა„ და \\\"ბ„ ნომერი და სს \\\"საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელიდან შპს ახტელის„ ქსელში შემავალ ზარებზე, რომელსაც არ გააჩნია ა„ ნომერი, მაგრამ შპს ახტელის„ ქსელში შესულია სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს 91-დან;
2. ეცნობოს სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორს და სამეთველყურეო საბჭოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საწარმოთა მართვის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროებს იმის თაობაზე, რომ თუ სს საქართველოს ელექტროკავშირი„ არ უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას და მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კომისია ვალდებული იქნება დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საწარმოს დირექტორის მიმართ;
3. უზრუნველყოს შპს ახალმა ქსელებმა„ აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება და მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია ვალდებული იქნება დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საწარმოს დირექტორის მიმართ;
4. სს საქართველოს ელექტროკავშირის„ ქსელის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და აღრიცხვის სისტემის მოწესრიგების ოპტიმალური ვარიანტის წარმოდგენის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მისი მუშაობის კოორდინაცია დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკური სამსახურის უფროსს მ.გოთოშიას. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ სს საქართველოს ელექტროკავშირს„, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტს, კავშირგაბმულობის დარგის შემდეგ სპეციალისტებს: თ.კუპატაძეს, მ.გაბადაძეს, ო.შამანაძეს, თ.ჩხაიძეს, თ.ხარაძეს, პ.ფომანს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
