წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 652 შპს “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” ¹ ¹ 474, 475, 476 და 478 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 652 / 6

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003

      შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” N N 474, 475, 476 და 478 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” კომპანიის  ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები – N N 474 (17.04.98.), 475 (17.04.98.), 476 (17.04.98.), 477 (17.04.98.) და 478 (17.04.98.).

 

N 474 ლიცენზია ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-12 მეტრულ არხზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბოლნისში;

N 475 ლიცენზია – სატელევიზიო მაუწყებლობას მე-8 მეტრულ არხზე მეორადი გამოყენებით  100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქვემო ქართლის რეგიონში;

N 476 ლიცენზია – სატელევიზიო მაუწყებლობას 43-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ. გადამცემის გამოყენებით ქ. მარნეულში;

N 477 ლიცენზია – სატელევიზიო მაუწყებლობას 48-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. გარდაბანში;

N 478 ლიცენზია – სატელევიზიო მაუწყებლობას 38-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში.

შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ” კომისიის N 196 (30.03.01) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ N 475 ლიცენზია ითვალისწინებს სატელევიზიო მაუწყებლობას   მე-8 მეტრულ არხზე მეორადი გამოყენებით ქვემო ქართლის რეგიონში. ამჟამად კომპანია ამ არხით მაუწყებლობს    ქ. რუსთავში.

       კომისია, ამასთანავე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 23 იანვარს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ქ. თბილისში მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან 5კვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით მე-9 სატელევიზიო არხზე (რომელიც შეტანილია კოორდინირებულ სიხშირეთა საერთაშორისო ჩამონათვალში) მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2”-მა (გადაწყვეტილება 28/10, 23.01.04). აღნიშნული გადამცემის მოქმედების რადიუსი მოიცავს ქ. რუსთავს. ამდენად, ქ. რუსთავში მეორადი გამოყენების უფლებით მე-8 სატელევიზიო არხის ფუნქციონირება ტექნიკურად მიზანშეუწონელია, ვინაიდან ირღვევა ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობები და წარმოიქმნება ურთიერთხელშეშლები, რაც ჩატარებული მონიტორინგის მონაცემებით დადასტურდა.

      ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების გაწონასწორების მიზნით ჩატარდა დამატებითი მონიტორინგი და გაზომვების შედეგების გათვალისწინებით, გამოვლენილი იქნა  ქ.რუსთავში მე-8 სატელევიზიო არხის პირველი არხით შეცვლის შესაძლებლობა. 

      აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის„   N 475  ლიცენზიის პირობებში.

      კომისია აღნიშნავს, რომ N 477 ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია”, გაუქმებულია კომისიის N 247 (12.07.02) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 230 (23.05.03 წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” N N 474, 475, 476 და 478 ლიცენზიების  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომაპანიის” მიერ გადახდილია:

ა) N 474 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (16503,75 ლარი) 20% - 330,75 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (16503,75 ლარი) 10% – 1650,38 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

ბ) N 475 ლიცენზიისთვის –სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (30807,00 ლარი) 20% - 6161,40 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (30807,00 ლარი) 10% – 3080,70 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

გ) N 476 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (19254,38 ლარი) 20% - 3850,88 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (19254,38 ლარი) 10% – 1925,44 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

დ) N 478 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (44010,00 ლარი) 20% - 8802,00 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (44010,00 ლარი) 10% – 4401,00,00 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას” N N 474, 475, 476 და 478 ლიცენზიებს  2013 წლის 17 აპრილამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” N N 474, 475, 476 და 478 ლიცენზიები  და ლიცენზიების სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) N 474 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბოლნისში.„

ბ) N 475 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე (მეორად საფუძველზე) 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. რუსთავში.„ 

გ) N 476 ლიცენზიისთვის

 „ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 43-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. მარნეულში.„

დ) N 478 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში.„

3. შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია„ ვალდებულია:

- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.

- საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს პრიორიტეტულად მოემსახუროს ან მისი მოთხოვნისთანავე შეაჩეროს საქმიანობა.

4. ლიცენზიების მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიებში;

5. ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (77402,60 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (77402,60 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) N 474 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (11552,60 ლარი):

1283,60  ლარი    - 2004 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2005 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2006 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2007 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2008 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2009 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2010 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2011 წლის 17 მაისამდე;

1283,60  ლარი    - 2012 წლის 17 მაისამდე;

ბ) N 475 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (21565,00 ლარი):

 

2396,00  ლარი    - 2004 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2005 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2006 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2007 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2008 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2009 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2010 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2011 წლის 17 მაისამდე;

2396,00  ლარი    - 2012 წლის 17 მაისამდე;

გ) N 476 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (13478,00 ლარი):

1497,60  ლარი    - 2004 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2005 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2006 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2007 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2008 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2009 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2010 წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2011  წლის 17 მაისამდე;

1497,60  ლარი    - 2012 წლის 17 მაისამდე;

დ) N 478 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (30807,00 ლარი):

3423,00  ლარი    - 2004 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2005 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2006 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2007 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2008 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2009 წლის 17 მაისამდე;

3423,00  ლარი    - 2010 წლის 17 მაისამდე;

3423,00 ლარი    -  2011 წლის 17 მაისამდე;

3423,00 ლარი    -  2012 წლის 17 მაისამდე;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები