გადაწყვეტილება N 653 სს “ტელენეტი”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2003
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ სს ტელენეტმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (24.11.2003წ.) მისთვის ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.
სს ტელენეტი„ ფლობს N 1358 ლიცენზიას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITUT) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITUT) რეკომენდაციის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „ტელენეტს” ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდი - 2-213-6 N 1358 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
2. ეთხოვოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU-T) რეგისტრაციაში გაატაროს სს „ტელენეტი”-სთვის მინიჭებული ISPC კოდი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
